სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო პროექტის ავტორი
|
|||
სახელი, გვარი
|
თეა ჯანაშია
|
||
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
|
აბაშა სოფელი კეთილარი
|
||
სკოლა
|
სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის
სოფელ კეთილარის საჯარო სკოლა
|
||
პროექტის მონახაზი
|
|||
პროექტის დასახელება
|
|||
კომპიუტერი 21-ე საუკუნის პრობლემა თუ აუცილებლობა
|
|||
პროექტის შინაარსი
|
|||
პროექტის ფარგლებში
მოსწავლეები იკვლევენ კომპიუტერის თაობებს, განვითარების
რა სტადიები განვლო კომპიუტერმა და რამდენად
მნიშვნელოვანია დღეს კომპიუტერი. ასევე იკვლევენ კომპიუტერის დადებით და უარყოფით მხარეებს. მოპოვებული
ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრავენ
კომპიუტერის დადებითი მხარეების აუცილებლობას და ჩამოაყალიბებენ საკუთარ
შეხედულებებს კომპიუტერის უარყოფით მხარესთან დაკავშირებით. მოსწავლეები მუშაობენ გუნდურად,
აკეთებენ დასკვნებს და ერთობლივად
აყალიბებენ პრობლემის გადაჭრის გზებს.
|
|||
საგანი/საგნები
|
|||
ი.ს.ტ
|
|||
საფეხური/კლასი
|
|||
საშუალო, მე-10
|
|||
პროექტის განხორციელების დრო
|
|||
2 თვე
|
|||
პროექტის საფუძვლები
|
|||
საგნობრივი სტანდარტები
|
|||
ის.ტექნ.დაწყ.1.
·
მსჯელობს ისტ-ის
გამოყენების როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე ადამიანის საქმიანობის
სხვადასხვა სფეროში;
ის.ტექნ.დაწყ.2.
·
მუშაობის პროცესში
საჭიროებისამებრ ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი
ფუნქციების გამოყენებით;
ის.ტექნ.დაწყ.3.
·
იყენებს ისტ-ს
კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
ის.ტექნ.დაწყ.4.
·
ციფრული
ნამუშევრის/პროდუქტის შექმნისას კომბინირებულად იყენებს ტექსტურ, გრაფიკულ და
აუდიო მასალას.
|
|||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
|||
მოსწავლეებმა მოიძიონ
ინფორმაცია კომპიუტერის თაობების შესახებ, განვითარების თუ რა ეტაპები განვლო
მან. იპოვონ და გაანალიზონ განსხვავება
კომპიუტერის დადებით და უარყოფით მხარეებს შორის. ჩაატარონ კვლევა კომპიუტერი 21-ე
საუკუნის პრობლემაა თუ აუცილებლობა, შეაგროვონ და შეაფასონ სხვადასხვა
წყაროებიდან მიღებული მონაცემები, რათა საკუთარი მიგნებები მიზნების შესაბამისად წარმოაჩინონ.
21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევები
·
მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა
მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
·
იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
·
პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
·
ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
|
|||
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
|
|||
ზოგადი კითხვა
|
v რა უწყობს ხელს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას?
·
როგორი იქნებოდა თანამედროვე ცხოვრება კომპიუტერის გარეშე?
·
რამდენად აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობა დღეს?
|
||
თემატური კითხვები
|
·
არიან თუ არა თანამედროვე ადამიანები
კომპიუტერზე დამოკიდებულნი?
Ø რა იცით კომპიუტერის თაობების შესახებ?
Ø რა არის
კომპიუტერის დანიშნულება?
Ø რატომ არის მნიშვნელოვანი
კომპიუტერის გამოყენება?
Ø რა დადებითი
და უარყოფითი მხარეები აქვს კომპიუტერს?
|
||
შინაარსობრივი
კითხვები
|
|
||
შეფასების გეგმა
|
|||
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
|
|||
პროექტის მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
|
|
პროექტის დასაწყისში
|
·
ვ.მ.რ.ვ.
·
გრაფიკული
ორგანაიზერები
|
·
ვ.მ.რ.ვ. სქემა
·
აზრობრივი რუკა
|
|
პროექტის მსვლელობისას
|
·
დისკუსია
·
სამოქმედო გეგმა
·
ჯგუფური მუშაობა
·
გამოკითხვა
·
პრეზენტაცია
·
ბლოგი
|
·
შეფასების რუბრიკა
·
შეფასების რუბრიკა
·
ჯგუფური მუშაობის
რუბრიკა
·
კითხვარები
·
პროექტის შეფასების სქემ
·
ბლოგის რუბრიკა
|
|
პროექტის დასრულების შემდეგ
|
·
პროექტის შეფასება
·
ბუკლეტი
·
კედლის გაზეთი
|
შეფასების რუბრიკები
|
|
შეფასების მოკლე მონახაზი
|
|||
მოსწავლეთა წინარე
ცოდნის დასადგენად ვსვამ კითხვებს, ვიყენებ აზრობრივ რუკას და ვ.მ.რ.ვ.-ს.
მოსწავლეებთან ვმართავ დისკუსიას, რომლის შესაფასებლად ვიყენებ დისკუსიის
შეფასების რუბრიკას, ასევე ვიყენებ ჯგუფურ მუშაობას, შესაბამისი შეფასების
რუბრიკით. პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები იყენებენ სამოქმედო გეგმას, რომელიც
მათ დაეხმარება დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში. მოსწავლეები თემში
აწარმოებენ გამოკითხვას კითხვარის საშუალებით. პროექტის დასასრულს მოსწავლეები
ემზადებიან პრეზენტაციისათვის და მათ ნამუშევარს წარუდგენენ აუდიტორიას.
პროექტის შესაფასებლად იყენებენ შესაბამის შეფასების რუბრიკებს. მოძიებულ
ინფორმაციებს განათავსებენ ბლოგზე, რომელიც შეფასდება ბლოგის შეფასების
რუბრიკით. ბუკლეტი და კედლის გაზეთი
ფასდება შესაბამისი შეფასების რუბრიკებით.
|
|||
სხვა საკითხები
|
|||
წინარე ცოდნა
|
|||
·
იციან ზოგადად
კომპიუტერის შექმნის ისტორია
·
კვლევა-ძიების საბაზისო
უნარ-ჩვევები,
·
ინტერნეტში მუშაობის
უნარ-ჩვევები
·
ტექსტურ რედაქტორში
მუშაობის უნარ-ჩვევები,
·
საპრეზენტაციო
პროგრამაში მუშაობის უნარ-ჩვევები,
·
ელექტრონულ ცხრილებში
მუშაობის უნარ-ჩვევები.
|
|||
სასწავლო პროცედურები
|
|||
პროექტის დასაწყისში
მოსწავლეებთან ვმართავ დისკუსიას თემაზე: რა როლს ასრულებს კომპიუტერი ჩვენს
ცხოვრებაში? და როგორი იქნებოდა
თანამედროვე ცხოვრება კომპიუტერის გარეშე?
ვთავაზობ მოსწავლეებს
პროექტზე მუშაობას, მათთან ერთად შევიმუშავებ სამოქმედო გეგმას და გადავანაწილებ
დავალებას.
პროექტის მიმდინარეობისას
პერიოდულად ვხვდები თითოეულ ჯგუფს
და ვაძლევ მიმართულებას.
კლასი იყოფა 2
ჯგუფად,
პირველ ჯგუფს ეძლევა
დავალება ინტერნეტში მოიძიოს ინფორმაცია
კომპიუტერის თაობების შესახებ, განვითარების თუ რა ეტაპები განვლო კომპიუტერმა. ხოლო
მეორე ჯგუფს დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. ჯგუფის წევრები აკეთებენ
მიღებული ინფორმაციის ანალიზს და პირველ აქტივობას შეაჯამებენ შუალედური
პრეზენტაციით.
მოსწავლეები
სამოქმედო გეგმის შესაბამისად გადადიან პროექტის შემდეგ ეტაპზე, რაც გულისხმობს
თემში კვლევის ჩატარებას და ამ მიზნით ანკეტური გამოკითხვისთვის/ინტერვიუს ჩასაწერად კითხვარის შედგენაზე მუშაობა.
ჯგუფის ერთი ნაწილი
გადის თემში (გამოკითხვას აწარმოებენ
ყველა ასაკის ადამიანებში) და აკეთებენ კვლევას თუ რამდენი ადამიანი იყენებს
კომპიუტერს როგორც საჭირო და აუცილებელ კომპონენტს, რამდენისთვის არის ის
გასართობი, აქვთ თუ არა საერთოდ შეხება კომპიუტერთან. მოპოვებული ინფორმაციის
საფუძველზე აკეთებენ სტატისტიკურ ანალიზს, რომელსაც წარმოადგენენ დიაგრამის
სახით.
ჯგუფის წევრები
მართავენ დისკუსიას თემაზე: კომპიუტერი 21-ე საუკუნის პრობლემა თუ აუცილებლობა? რამდენად
მისაღებია კომპიუტერთან სისტემატიური მუშაობა ჯანმრთელობისთვის? რა სახის
გართულებები შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერის ხშირად მოხმარებამ? მოსწავლეები
სადისკუსიო თემის გასახილველად მოიწვევენ ექიმს და აიტი სპეციალისტს. მოსწავლეები
მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩაერთვებიან დისკუსიაში,
არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების გამოყენებით შეეცდებიან დაამტკიცონ თავიანთი
შეხედულებები კომპიუტერის გამოყენების აუცილებლობასა თუ მისი გამოყენებით
პრობლემების წარმოშობასთან დაკავშირებით.
მოსწავლეები მოძიებულ
ინფორმაციას დაამუშავებენ, დაახარისხებენ
ფოტო/ვიდეო მასალებს, გააკეთებენ სათანადო დასკვნებს, იმსჯელებენ და
ჩამოაყალიბებენ თავიანთ შეხედულებებს და წარსდგებიან აუდიტორიის წინაშე.
|
|||
დიფერენცირებული სწავლება
|
|||
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
|
არ მყავს
|
||
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები,
რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
არ მყავს
|
||
ნიჭიერი მოსწავლეები
|
·
მოსწავლეები
სტატისტიკურ და ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წარმოადგენენ დიაგრამას
,,კომპიუტერი პრობლემა თუ აუცილებლობა“.
·
მოსწავლეები მუშაობენ
რესურსის შექმნაზე კომპიუტერი და მისი თაობები.
·
მოსწავლეები
წარმოადგენენ თავიანთ შეხედულებას კომპიუტერის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
|
||
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
|||
აპარატურული
უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
კომპიუტერ(ებ)ი
|
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
|
მობილური ტელეფონი
|
|
ფოტო/ვიდეო კამერა
|
პრინტერი
|
ინტერნეტკავშირი
|
|
პროექტორი
|
სკანერი
|
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
|
|
ლაზერული დისკი /ჩიპი
|
ტელევიზორი
|
სხვა ----------
|
|
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
ტექსტური რედაქტორი
|
ელ. ფოსტა
|
ვებედიტორი
|
|
ელ. ცხრილები
|
ვიდეო/აუდიო
რედაქტორი
|
ტესტირების პროგრამა
|
|
გრაფიკული რედაქტორი
|
საგამომცემლო პროგრამა
|
ბლოგი
|
|
საპრეზენტაციო პროგრამა
|
ელ. ენციკლოპედია
|
სხვა
----------
|
|
ვებბრაუზერი
|
ელ. კითხვარი
|
|
|
ბეჭდური მასალები
|
ისტ-ის სახელმძღვანელო, ინტერნეტ
მასალები
|
||
ინვენტარი/მასალები
|
|
||
ინტერნეტ რესურსები
|
Wikipedia.ge ; youtube.com ; google.ge
|
||
სხვა რესურსები
|
|
||
No comments:
Post a Comment